Hot line:0 492 25 26 26

ფაშეზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ზესტაფონში

9 May, 2019

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს ზესტაფონში. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ, მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები.  ხელისუფლების წარმომადგენლები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ნიკოლოზ ნინიკაშვილის მემორიალური დაფის გახსნასაც დაესწრნენ.  პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, დაბა შორაპანსა და სანახშირეში.

 მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ვეტერანებს ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადასცა. დავით მაღრაძემ  მადლობა გადაუხადა  მათ თავგანწირვისთვის და ქვეყნის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის.

მეორე მსოფლიო ომში 12 600 ზესტაფონელი იბრძოდა. მუნიციპალიტეტში დღეს მხოლოდ 12 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა დარჩენილი.  

Share page