Hot line:0 492 25 26 26

ზესტაფონში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

1 June, 2019

ზესტაფონის მერიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,  სხვადასხვა  სახის ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურისა და დასვენების პარკში, გასართობი შოუ პროგრამა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მე - 7 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. კულტურისა და დასვენების პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვაც მოეწყო. სხვადასხვა სახის ნაკეთობები ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურს“ და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ ჰქონდა წარმოდგენილი. შესრულდა ასფალტზე ხატვის კონკურსი. პატარების განწყობაზე, ცნობილი ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

1 ივნისის დღესასწაული ბავშვებს, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მიულოცა და მეშვიდე სკოლელებს, ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის სიგელი გადასცა.

საჩუქრები პატარებს, ასფალტზე შესრულებული მხატვრობისთვის,  მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემაც გადასცა და მათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, კულტურისა და შემოქმედების ცენტრი -  საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იღებდნენ.   

 

Share page