Hot line:0 492 25 26 26

ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

4 June, 2019

მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა,  ლესელიძისა და ჩანტლაძის ქუჩებზე მიმდინარეობს.  კეთილმოწყობის პროცესს, ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის მიხედვით ქუჩებზე, ლესელიძისა და ჩანტლაძის ქუჩებზე,  ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. გზების რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულების შესაბამისად, „საპოვნელა +“ ახორციელებს. გზების კეთილმოწყობა აგვისტოს თვის დასაწყისში უნდა დასრულდეს. ჩანტლაძის ქუჩის რეაბილიტაციაზე 133 678 ლარი, ხოლო ლესელიძის ქუჩის მოწყობაზე 111 655 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე წელს ქალაქის 15 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Share page