Hot line:0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს შეუერთდა

5 June, 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს  შეუერთდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და მოსწავლე ახალგაზრდული პარლამენტის  ჩართულობით გარემოს დაცვით  საკითხებზე  სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა.

„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“  - ამ  სლოგანით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებისთვის, ტრენერ - მასწავლებელმა ინგა ხარჩილაძემ შემეცნებითი ხასიათის სემინარი ჩაატარა. მოეწყო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას ზესტაფონის სასპორტო სკოლის ველომბრბოლელებიც იღებდნენ.

გარემოს დაცვის დღის  აღნიშვნა მიზნად ისახავს, ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.   ეს თარიღი 1972 წლიდან აღინიშნება მსოფლიოში.

წლევანდელი გარემოს დაცვის, საერთაშორისო დღის თემაა „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“

Share page