Hot line:0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა მსოფლიო და ევროპის პრიზიორ სპორტსმენებს ფულადი პრიზები გადასცა

5 July, 2019

ევროპის თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი მინდია ლილუაშვილი, ზესტაფონის მერმა ფულადი პრიზით დააჯილდოვა.  გიორგი გოგლიჩიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში  მსოფლიოს და ევროპის პრიზიორებს ტატო სამხარაძეს, გაგა ბახტიძეს და მარიამ ცერცვაძეს შეხვდნენ. ფულადი პრიზები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მათაც გადასცეს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე,  რევაზ რობაქიძეც ესწრებოდა. 

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრმა, მინდია ლილუაშვილმა მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე, ჭიდაობა სამბოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალური შეხვედრა სამბისტმა ბელორუსელ ალიაკსანდრ კოკშასთან დათმო. ზესტაფობნის სპორტის ისტორიაში ეს პირველი ოლიმპიური მედალია, რომლის მოპოვებაც მინდია ლილუაშვილმა შეძლო.

„ვულოცავ მინდია ლილუაშვილს და ზესტაფონს ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალს.  ჩვენი ქალაქისთვის ეს პირველი ოლიმპიური მედალია. ჩვენ შევხვდით დღეს, როგორც მინდია ლილუაშვილს, ასევე  ყველა წარმატებულ სპორტსმენს და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ სათანადო პირობები ჰქონდეს  ყველა სპორტსმენს, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეებს ვგეგმავთ“. - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

 

Share page