Hot line:0 492 25 26 26

ზესტაფონელ ზინა ხიდაშელს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 100 წლის იუბილე მიულოცეს

8 July, 2019

ზესტაფონის მერმა 100 წლის ქალბატონს იუბილე მიულოცა. პირველ სვირში მცხოვრებ  ზინა ხიდაშელს, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ოჯახში ესტუმრნენ.  100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის სახელით  უხუცეს ქალბატონს პირად ანგარიშზე 300 ლარი დაერიცხება.

ზინა ხიდაშელი სოფელ პირველ სვირში ცხოვრობს. ჰყავს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. ქალბატონი ზინა, პირველის სვირის საბავშვო ბაღში 45 წელი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.  2019 წლის 5 ივლისს მას 100 წელი შეუსრულდა. მილოცვები მიიღო და სტუმრებსაც თავად გაუმასპინძლდა.

„ ქალბატონ ზინამ გულთბილად მიგვიღო  და გვიმასპინძლა.  სასიამოვნოა, რომ ჩვენ დღეს მას 100 წლის იუბილე მივულოცეთ. ქალბატონი ზინა საკმაოდ ჭარმაგად გამოიყურება.  მუნიციპალიტეტის ამბებიც მოიკითხა და საკუთარი სურვილებიც გაგვანდო. ჩვენ შევეცადეთ გაგველამაზებინა ეს დღე მისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა“. - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

Share page