Hot line:0 492 25 26 26

ზესტაფონის მერის ინიციატივით სოციალური სამსახური მოქალაქეებს შესვენების დროსაც მოემსახურება

10 July, 2019

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის  ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური სამსახური  დილის 9 : 00 სთ - 18 : სთ - მდე მოქალაქეებს შესვენების დროის გარეშე მოემსახურება. მუნიციპალიტეტის მერიაში მისულ მოქალაქეებს, შესაძლებლობა ექნებათ, სოციალურ სამსახურს შესვენების დროსაც მიმართონ. როგორც გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, ეს გარკვეული შეღავათი იქნება მათთვის დილიდან - საღამომდე ლოდინის გარეშე ისარგებლონ სოციალური სამსახურის მომსახურეობით.

„ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისი შეუქმნათ, კომფორტულ და ხელმისაწვდომ გარემოში,  შეზღუდვების გარეშე შეძლონ მერიის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობა.  ეს სიახლე ვფიქრობ გაუმარტივებს მათ მომსახურეობის პირობებს და აღარ მოუწევთ ლოდინი შესვენების საათებში. სოციალური მიმართულებით, სამომავლოდ სხვა სიახლეებსაც ვგეგმავთ, რომლის შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი“. - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

Share page