ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს ზესტაფონში

9 აპრილი, 2019

საქართველოს უახლესი ისტორიის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის  გმირებს პატივი მიაგეს ზესტაფონში. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საკათედრო ტაძრიდან,  მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები იღებდნენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის  პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ, მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან  ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის მემორიალი და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას.

 9 აპრილის სახელობის სკვერში ახალგაზრდები და რიგითი ზესტაფონელებიც შეიკრიბნენ. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა, სასულიერო პირებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  

გააზიარე