ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ჩანტლაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

2 ივლისი, 2019

ჩანტლაძის ქუჩაზე გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 122 071 ლარი დაიხარჯება.

 

ჩანტლაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და მოადგილემ დავით მაღრაძემ დაათვალიერეს. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განმარტავენ, ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „საპოვნელა +“ ახორციელებს.

გააზიარე