ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

წლის ფალავანი ფრიდონ შარიქაძე გახდა

26 მაისი, 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ზესტაფონში ტრადიციული ტურნირი ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში.

ტრადიციულ სპორტულ ღონისძიებაში 40 - მდე მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას. წლის ფალავნის ტიტული ფრიდონ შარიქაძემ მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ის  შალვა გურეშიძეს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. წლის ფალავანს ფულად პრიზთან ერთად, ტრადიციული საჩუქარი, „ჭედილა“ გადასცეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე