ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

იმერეთის რეგიონი სახელმწიფო - რწმუნებულის თასის გათამაშებაში ერთვება

23 ივლისი, 2019

იმერეთის თვითმმართველობებს შორის,  მინი ფეხბურთის   ტურნირმა სტარტი 20 ივლისს აიღო.  ტურნირის ფარგლებში, ზესტაფონის თვითმმართველობის გუნდმა სპორტის სასახლეში, ვანის გუნდს უმასპინძლა.

სპორტულ ღონისძიებას, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირის მიზანია თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მასობრივი ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია.

პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება, სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასით, პირველი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით.  

შესაბამისი თასით, დიპლომებითა და მედლებით მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

სახელმწიფო - რწმუნებულის თასზე, ზესტაფონის გუნდი, გასვლით  შეხვედრას 28 ივლისს ხარაგაულში გამართავს.

გააზიარე