ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

კონკურსი საბანკო მომსახურეობაზე!

18 აპრილი, 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მიმდინარე საბიუჯეტო

ანგარიშების მომსახურეობაზე აცხადებს კონკურსს, კომერციული ბანკის შესარჩევად

(ერთი წლის ვადით).

მერიის ინფორმაციით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი უნდა

აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. განცხადება კონკურსის მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან

ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ

მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;

4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საბანკო წერტილების (რაც მოიცავს

ფილიალებს/სერვისცენტრებს და ბანკომატებს) არსებობა

5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შენობაში გადახდის

აპარატის განთავსება.

6. ბანკომატებით ნულოვანი მომსახურების ტარიფით სარგებლობის

შესაძლებლობა;

7. ორგანიზაციის ანგარიშის გახსნა და წარმოება-უფასო;

8. ინტერნეტბანკის ან ბანკი-კლიენტის სისტემაში რეგისტრაცია და მომსახურეობა -

უფასო;

9. ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ანგარიშის გახსანა, ანგარიშის

მომსახურეობა და სახელფასო სესხზე მომსახურეობა -უფასო;

10. თანამშრომლებზე პლასტიკური ბარათის გაცემა და ბარათის საკომისიო -უფასო;

11. თანამშრომლების მიერ სალარე ანგარიშიდან თანხის განაღდება ბანკის კუთვნილ

ბანკომატში და პოსტ ტერმინალში-უფასო;

12. სესხის პირობების განვადებაზე თანამშრომლებისთვის 06 თვემდე უფასო, ერთ

წლამდე არაუმეტეს 05%-ისა;

13. სახელფასო სესხის პირობები ორგანიზაციის თანამშრომლებზე არაუმეტეს

წლიური 10 %-ისა ეფექტური პროცენტის გათვალისწინებით, სესხის მოცულობა

უზრუნველყოფის გარეშე, ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის არანაკლებ

ხელფასის ათმაგი ოდენობა;

14. ოვერდრაფტის ოდენობა არანაკლებ ხელფასის 100%-ისა განურჩევლად

დასაქმებული მუშაკის ასაკისა;

15. ბანკის მიერ სალარე ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული

საპროცენტო სარგებლის საწყისი ოდენობა განისაზღვროს მინიმუმ წლიური 12%-

ით, თუ კონკურსში მონაწილეობს ერთი პრეტენდენტი, სავალდებულოა მის მიერ

ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯის) შეთავაზება მაინც. (ბიჯი

განისაზღვროს სალარე ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხული

სარგებლის არანაკლებ წლიური 0,2%);

16. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მომსახურე ბანკში

ნებაყოფილობითი გადასვლა;

17. კვირის სამუშაო დღეები და დრო;

18. თანხის გადარიცხვა სახაზინო ანგარიშზე;

19. ინფორმაცია დამატებით მომსახურეობაზე და სამომავლო პერსპექტივები;

20. ბანკიდან ცნობის გაცემის პირობები-უფასო;

 

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და

თანდართული დოკუმენტები მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთ დახურულ

კონვერტში, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს ბანკის

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

დახურული კონვერტის გახსნის შემდეგ გაიმართება ღია ვაჭრობა გამარჯვებულის გამოსავლენად მხოლოდ მე-15 პუნქტზე (სალარე ანგარიშების ყოველდღიურ ნაშთზე

ყველაზე მაღალ დარიცხულ საპროცენტო სარგებლი).

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 25 აპრილს

12(თორმეტი) საათამდე , შემდეგ მისამართზე;ზესტაფონი, წერეთლის N11,

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი სართულზე, საფინანსო

საბიუჯეტო სამსახურში.

გააზიარე