ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და ეზოების მოწყობის სამუშაოები გრძელდება

28 ივნისი, 2019

წმ. ბარბარეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხი. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით, „საპოვნელა +“ ასრულებს. გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაზეც 122 211 ლარი იხარჯება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა ეზოების რეაბილიტაციაც. შპს „ჩი - ჩი“ როგორც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ახლა აღმაშენებლის ქუჩის პირველი შესახვევი N 5 ეზოს კეთილმოწყობაზე მუშაობს, რომლის ღირებულება 24989 ლარია. ეზოების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები, ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ დაათვალიერეს.

 

 

გააზიარე