ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახურავი განახლდა

12 ივნისი, 2019

 გივი ჯაოშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი. კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 20607 ლარია.

მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გასულ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს. შეიცვალა დაზიანებული სახურავი, იატაკი. განახლდა კედლები, კიბის საფეხურები და მოაჯირები. 
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მუზეუმის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. კეთილმოწყობის სამუშაოები მერიის დაკვეთით შპს „კოლხა 2014 „ - მა შეასრულა.

გააზიარე