ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

პირველი სვირის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

25 ივნისი, 2019

პირველი სვირის სკოლას განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.  რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება  სასწავლო დაწესებულების ფასადი, იატაკი, ჭერი. შეიცვლება საკლასო ოთახების ფანჯრები.  სკოლის სარემონტო სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს. რეაბილიტაციაზე 197 773 ლარი დაიხარჯება.

 მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს. 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

გააზიარე