ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

"ფოტოკონკურსი 2019" დასრულდა

28 ივნისი, 2019

 ზესტაფონის მერიის მიერ ორგანიზებული „ფოტოკონკურსი 2019“ დასრულდა.

ახალგაზრდა ფოტომოყვარულთა შორის გამარჯვებული ფოტოს ავტორი რუსუდან ციციშვილი გახდა. მეორე ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით, ვახო ლაბაძის ფოტონამუშევარს ერგო. მესამე ადგილი კი ოლიკო ბარბაქაძის ფოტოს. გამოვლინდა ასევე ჟიურის სიმპატიაც. აღნიშნული ნომინაციის პრიზი მარიამ ციციშვილმა მიიღო.

ფოტოკონკურსის თემა იყო „ჩემი თვალით დანახული სამყარო“.

 

 გამარჯვებული ფოტოების ავტორებს ფულადი პრიზები და სიგელები გადაეცათ.

 

 ახალგაზრდა ფოტომოყვარულთა ნამუშევრები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იყო გამოფენილი.

 

გააზიარე