ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

საბავშვო ბაღებში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

11 მაისი, 2019

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „ჭიტას“ ხელშეწყობით, საბავშვო ბაღებში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. ზესტაფონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, საჩუქრები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის ვიცე გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ, მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა მიუტანეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მაღაზიათა ქსელმა საჩუქრები, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონშიც“ მიიტანა. როგორც მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლები განმარტავენ, „ჭიტა“ მსგავს საქველმოქმედო აქციებს ხშირად ახორციელებს, რაც მათი მხრიდან მომავალი თაობის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. საჩუქრები მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღისთვის იყო განკუთვნილი.

გააზიარე