ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონში ისტორიულ ციხე - ქალაქზე აღნიშნეს

26 მაისი, 2019

26 მაისის აღსანიშნავად,  საზეიმო მსვლელობა მოეწყო შორაპნის ციხეზე. ღონისძიებას  მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საზოგადოების სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად,  ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური კოლექტივები  შეუერთდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, შორაპნის ციხიდან, ზესტაფონელებს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ მიულოცა. 26 მაისი საზოგადოებას, ფშქ- ს დირექტორმა, ვასილ გველესიანმაც მიულოცა, რომელიც შორაპნის ციხეზე გამართულ  ღონისძიებას  ესწრებოდა

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საზეიმო კონცერტით გაგრძელდა. საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ, ისტორიულ ციხეზე საზეიმოდ მოხდა დროშის აღმართვა.

 

გააზიარე