ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

სამშენებლო კოლეჯმა "კონსტრუქტ 2" სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო

1 ივლისი, 2019

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ 2“ სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო.

 

სასწავლო პროცესის განახლებას მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ, პირველი სასწავლო დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

„კონსტრუქტ 2“ - ის საკონფერენციო დარბაზში სასწავლო პროგრამების პრეზენტაციაც გაიმართა.

 

პროფესიულ სასწავლებელში 100 - მდე სტუდენტი 7 სხვადასხვა მიმართულების პროფესიას დაეუფლება. „ კონსტრუქტ 2“ სასწავლო პროცესში ახალი პროგრამა დანერგა - „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები“.

 

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ დეველოპერული კომპანია „m ² უძრავი ქონებისა“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტია.

კოლეჯი ამზადებს სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, როგორც მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამებით, ისე დიპლომირებულ სპეციალისტებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კუთხით. კოლეჯში სწავლა უფასოა, დეველოპერული კომპანია „m ² უძრავი ქონების“ სამშენებლო ობიექტებზე ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკითა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.

გააზიარე