ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

სოფელ წევაში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 ივლისი, 2019

 სოფელ წევაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

 სასოფლო გზის ერთ - ერთი რთული მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივებს გადაადგილების თვალსაზრისით, ბეტონის საფარით ეწყობა.

 

 საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები, მერის მოადგილემ დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

 კეთილმოწყობის სამუშაოებს, სატენდერო ვალდებულების შესაბამისად შპს „მამისონი“ ახორციელებს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 193958 ლარია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

 

 „გზების რეაბილიტაცია, როგორც ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად მიმდინარეობს. ერთ - ერთია სოფელი წევა, რომელიც ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. მოსახლეობისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება და ისისი კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გზის აღდგენით სამუშაოებზე, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული“. - განაცხდა მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ.

 

 

 

გააზიარე