ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

29 ივლისი, 2019

ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის გზებს უტარდება.

მუნიციპალიტეტის დაკვეთით,  გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ილემში.   პროექტის მიხედვით, 1 კმ - მდე მონაკვეთი ბეტონის საფარით ეწყობა.

სოფელ ილემში გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ დავით მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი  დავგეგმეთ და განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება და 2020 წლისთვის ყველა  სოფლის ცენტრალური გზა იქნება კეთილმოწყობილი.“ - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ. 

ილემის სასოფლო გზის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 379541 ლარია.

გზის აღდგენის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს „ალპედე“ აწარმოებს. სატენდერო ვალდებულების მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის 9 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

 

გააზიარე