ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა კრივში

5 აპრილი, 2019

ზესტაფონის სპორტის სასახლეში,  მოსწავლე მოკრივეთა შორის, კრივის ტურნირი გაიხსნა.  ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, კრივის ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  ჩემპიონატის მონაწილეებს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე მიესალმა.  წარმატებები უსურვა მათ  და აღნიშნა რომ,  საქართველოს მასშტაბით,  ზესტაფონი ერთ - ერთი პირველი ქალაქია, სადაც მოსწავლე მოკრივეთა შორის ჩატარდა ჩემპიონატი და 2019 წელს, მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ მასპინძლობს მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. დავით მაღრაძემ,  იმედი გამოთქვა, რომ ტრადიცია შენარჩუნდება და ზესტაფონი მომავალშიც იქნება, ტურნირის მასპინძელი.

 საქართველოს პირველობისთვის გამართულ ჩემპიონატში,  30 - ზე მეტი მუნიციპალიტეტი იღებს  მონაწილეობას. ზესტაფონის სახელით, ტურნირზე შვიდი მოკრივე,  გოგიტა ჩუბინიძე, აკაკი ფერაძე, დათა სვანიძე, შოთიკო ძაბირაძე, გიორგი შველიძე, ლუკა თაბუკაშვილი და ტატო შარიქაძე ასპარეზობენ.  

ჩემპიონატში გამარჯვებული მოკრივეებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.  

ტურნირის მხარდამჭერია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და   კომპლექსი „ბლექსი“.

 

გააზიარე