ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონი საქართველოს პირველობას უმასპინძლებს კრივში

1 აპრილი, 2019

4 აპრილს, ზესტაფონის სპორტის სასახლეში კრივის ტურნირი გაიხსნება მოსწავლეებს შორის. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში, ქვეყნის მასშტაბით  30 - ზე მეტი მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. ზესტაფონის სახელით, ტურნირზე შვიდი მოკრივე,  გოგიტა ჩუბინიძე, აკაკი ფერაძე, დათა სვანიძე, შოთიკო ძაბირაძე, გიორგი შველიძე, ლუკა თაბუკაშვილი და ტატო შარიქაძე იასპარეზებენ.  მოკრივეები მზადებას კომპლექს „ ბლექსში“ აქტიურად გადიან.

ჩემპიონატში გამარჯვებული მოკრივეებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.  როგორც ტურნირის ორგანიზატორი გოგა გოგოლიძე ამბობს: „ საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, საქართველოს მასშტაბით, პირველად ზესტაფონში გასულ წელს  ჩატარდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და ის ამავე დროს, კრივის, როგორც სახეობის პოპულარიზაციას ემსახურება. იმედი მაქვს, ჩვენი მოკრივეები, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზებენ და ზესტაფონის ღირსების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ“ .

სპორტულ ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტურნირის მხარდამჭერია: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და   კომპლექსი „ბლექსი“.

 

გააზიარე