ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს თავიდან გამოაცხადებს.

3 ივნისი, 2019

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს თავიდან გამოაცხადებს.

ინფრასტრუქტურის სამსახურმა, მოედნის  სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოები აღნუსხა, რომელიც კომპანია „ნიკარემსტროიმ“ განახორციელა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. სატენდერო  ვალდებულების შესაბამისად, „ნიკარემსტროის“  ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა. სატენდერო ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო, სამუშაოების დასრულება, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მაღრაძე, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად,  ცენტრალურ მოედანზე შესასრულებელი სამუშაოების აღრიცხვას დაესწრო. სათანადო  დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ, მერია ტენდერს  თავიდან გამოაცხადებს.

გააზიარე