ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 ივლისი, 2019

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტში   ქალაქის  3 და სოფლის 12 სკოლის რეაბილიტაცია  დაიწყო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის სახურავის, კარ - ფანჯრების, სველი წერტილების და გათბობის სისტემის აღდგენა მიმდინარეობს.

სკოლებში კეთილმოწყობის სამუშაოები მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და  მუნიციპალიტეტის  მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად დაათვალიერეს.  სკოლების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე ეცნობიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

მიმდინარე წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რეაბილიტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით  ( ESIDA) ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მიმდინარეობს ზედა საქარის სკოლის მშენებლობა.  ზედა საქარის საჯარო სკოლის კორპუსი, 300 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

 

გააზიარე