ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთის მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების ახალი კომპლექსი გახსნა.

16 ივლისი, 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთის მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფმა“  დასვენებისა და მომსახურების ახალი კომპლექსი გახსნა. ობიექტი 27068 კვ.მ. - ზეა განთავსებული და 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.

ახალი კომპლექსის გახსნას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.  

„კომპანიამ სტრატეგიული ადგილი შეარჩია ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე ახალი ცენტრი უზრუნველყოფს ყოველდღიურ რეჟიმში  დაახლოებით 2000 ადამიანს მოემსახუროს“. განაცხადა დასვენებისა და მომსახურების ახალი კომპლექსის გახსნისას ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

„ვისოლ ჯგუფში“ შემავალი შვილობილი კომპანიების  ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს აერთიანებს.

ახლად გახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი, პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრ, მაია ცქიტიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაათვალიერა.

გააზიარე