ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება

23 ივლისი, 2019

სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება. სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელში 11 კმ- იანი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით 150 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

გაზიფიცირების პროექტთან დაკავშირებით  ადგილობრივ მოსახლეობას  ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე დავით მაღრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.  

„გაზიფიცირების მიმრთულებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. გარდა სადგურ სვირისა, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება რკვიაში, მარტოთუბანში, სანახშირეში.  პროექტის ფარგლებში 600 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტი არსებობს და გამოცხადდება ტენდერი ტაბაკინის, კლდეეთის და თვრინის გაზიფიცირებაზე“. - განაცხადა ზესტაფონის მერმა სადგურ სვირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.  

 

 

 

 

გააზიარე