ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარნენ

5 აპრილი, 2019

ძლიერი ქარის შედეგად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. მათ შორისაა სოფელი როდინაული და მეორე სვირი, სადაც დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა და ოთხი საცხოვრებელი სახლი. 
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა, პირადად მოინახულეს დაზარალებული შენობები და ორ ოჯახს სახურავის აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალა გადასცეს. 
ოთხივე ოჯახი, მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის განკუთვნილ ფულად კომპენსაციას მიიღებს.

გააზიარე