ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონში დასუფთავების აქცია ჩატარდა

25 მაისი, 2019

 

 მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ზესტაფონში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში, საარჩევნო - სააგიტაციო მასალებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, რამდენიმე უბანი და დასახლება დასუფთავდა.

აქციაში მონაწილეობას მერიის და ა ა (იპ) - ს თანამშრომლები იღებდნენ.

„ყველას ვალდებულებაა რომ იზრუნოს სუფთა ქალაქსა და გარემოზე. ეს არის როგორც მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საკუთარი ქალაქის სიყვარული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დილიდან შემოგვიერთდა და ერთად მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში“. - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ.

გააზიარე