ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

12 ივლისი, 2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება, როგორც როგორც სოფლის, ასევე ქალაქის  გზებს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ზესტაფონის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

საავტომობილო გზების რეაბილიტაცია   წმინდა ბარბარეს და ჩანტლაძის ქუჩებზე ხორციელდება.  რეაბილიტაციის  ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყობა. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და საყრდენი კედელი.  ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ უზრუვნელყოფას, რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ჩანტლაძის ქუჩის  კეთილმოწყობად 122071 ლარი, ხოლო წმინდა ბარბარეს  ქუჩის  რეაბილიტაციაზე 122281 ლარი დაიხარჯება. საავტომობილო გზების  კეთილმოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „საპოვნელა +“ ასრულებს.

 „ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია  აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით,  არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ.  ჩვენი  მიმართულება და მიზანიც ის არის, რომ არცერთი ქუჩა არ დარჩეს  რეაბილიტაციის გარეშე“.   - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ.

გააზიარე