ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ

3 მაისი, 2019

ზესტაფონში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვეს.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კურსდამთავრებულებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, წარჩინებული მოსწავლეების პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს წარმატება მიულოცეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა- დავით მაღრაძემ, მერის მოადგილე- ელგუჯა კვეტენაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ კუპატაძემ. მათთან ერთად წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა და მედლები გადასცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 79 ოქროსა და 29 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა.


 

 

გააზიარე