ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზესტაფონში სოფელ კვალითის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16 ივლისი, 2019

გზების რეაბილიტაცია  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება.   საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში, აბანოს გზაზე  მიმდინარეობს.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 130180 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე  ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო როუდ ინვესტი“ ასრულებს.

გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ კვალითში მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ  ადგილობივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დაათვალიერეს.

სოფელ კვალითში, აბანოს გზის კეთილმოწყობა 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით 3 კმ - იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  იყო განსაზღვრული, რომლის აღდგენაც მიმდინარე წელს დასრულდება. რეაბილიტიტებული გზა  სოფლის ორი სხვადასხვა უბანს დააკავშირებს ერთმანეთთან. ადგილობრივი მოსახლეობა კი  გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში   ქალაქის 14 ქუჩისა და 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ბოლო პერიოდის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით მასშტაბური პროექტები განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის, არცერთი სოფლის   ცენტრალური უბნის გზა  არ დარჩება  კეთილმოწყობის გარეშე“. განაცხადა ზესტაფონის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ.

გააზიარე