ცხელი ხაზი:0 492 25 26 26

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს ზესტაფონში

1 აპრილი, 2019

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღნიშნეს ზესტაფონში.

კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ღონისძიება გაიმართა.  

გაიხსენეს ზვიად გამსახურდიას   ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდი. მისი ღვაწლი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და აღდგენის საქმეში. ზვიადი,  როგორც ქართველი მწერლისა და აკადემიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი.  ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასა და სტუდენტურ - ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, მისი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა,  იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის წევრმა და ამჟამად, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, ბორის ჭიჭინაძემ.

ღონისძიება,  საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა.  კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები წარმოადგინა.   

 

გააზიარე