ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის შედეგად, აცრის მსურველთა რიცხვი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 -ჯერ გაიზარდა
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის შედეგად, აცრის მსურველთა რიცხვი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 4 -ჯერ არის გაზრდილი.
200 ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შემდეგ, ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტის ამცრელ პუნქტებში, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. როგორც „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი, ლია ებანოიძე აღნიშნავს, ნოემბრის თვეში, ვაქცინაციაზე მიმართვიანობის გაზრდა 200 ლარიანი დანამატით არის განპირობებული, რომელიც საუკეთესო შეთავაზებაა მოქალაქეებისთვის.
საკორდინაციო საბჭოს, შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.
დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა პენსიონერს, „ლიბერთი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე დაერიცხება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ის მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას, 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ.