ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26
-
+

ქალთა ოთახი

   2019 წლიდან, ზესტაფონის მერიაში მოქმედებს მუნიციპალური სერვისი -  „ქალთა ოთახი“ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის, მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო - საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში;  გაზარდოს და წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს, მუნიციპალიტეტის, სოფლის კრებებში მონაწილეობა

   „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას.

   „ქალთა ოთახის“ საშუალებით მუნიციპალიტეტი საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით კი ქალებს და ბავშვებს)  სთავაზობს როგორც საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე თავისუფალ სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.

„ქალთა ოთახის“ ,როგორც სერვისის, მომხმარებლები არიან:

 

   2022 წლის განმავლობაში ქალთა ოთახი მოემსახურა 178 ადამიანს, აქედან 9 მამაკაცს და 169 ქალს.

ქალთა ოთახის ორგანიზებით ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო სახის შეხვედრა  და ტრენინგი მიზნობრივ აუდიტორიასთან.

აქტიურად ეწეოდა საკონსულტაციო შეხვედრებს „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველ მოსახლეობასთან. კონკრეტულად კონსულტაცია გაეწია 14 ადამიანს და  „ქალთა ოთახის“ მეშვეობით მომზადდა 5 საკონკურსო პროექტი.

ასევე ქალთა ოთახის ჩართულობით სამმა მოქალაქემ მიიღო გრანტი მცირე ბიზნესის განვითარებისთვის კომპანია BP-დან.

„ქალთა ოთახი“ იყო ორგანიზატორი პროექტ „აწარმოე საქართველოს“, საბანკო სექტორის და მეწარმეების საკონსულტციო შეხვედრის.

„ქალთა ოთახის“ პარტნიორ ორგანიზაციასთანშუამდგომლობით, ორსულ ქალბატონებს დაუფინასდათ ისეთი კვლევები, რომელსაც არ ითვალისწინებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ასევე მატერიალური დახმარება გაეწიათ ჩვილ ბავშვთა მშობლებს.

„ქალთა ოთახი“ მუდმივად მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის სამეწარმეო სექტორს და განსაკუთრებით ქალბატონებს.