ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26
-
+

ტურიზმი

   

  ზესტაფონს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 23 ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის გამოირჩევა  ანტიკური ხანის ციხე – ქალაქი შორაპანი, რომელიც ძვ. წ.აღ. მე – 3 საუკუნეში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზმა. შორაპანი დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა. შორაპნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უამრავი საინტერესო მასალაა ნაპოვნი, რომელიც ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მე–7 მე– 8 საუკუნით თარიღდება ტაბაკინის წმ. გიორგი სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც გამოირჩევა არქიტექტურით, მე – 16 საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

1992 წლიდან მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“  ამ ხნიდან მოყოლებული ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტესიური სელექციური მუშაობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალი ციხე–სიმაგრე და ეკლესია–მონასტრები. მე–11 საუკუნით თარიღდება წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მე–16  მე–17 საუკუნეების მოხატულობაა შემორჩენილი. სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, ქვედა საქარაში „თამარ მეფის ხიდი“.  სოფელ როდინაულში მაცხოვრის ეკლესია, კვალითში ბარბაწმინდას ეკლესია, სადაც გადმოცემის თანახმად წმ. ბარბარეს ხელის მტევანი ინახება.

ზესტაფონში მდებარეობს საქარის საცდელი სადგურის ღვინის საცავი, სადაც უნიკალური ჯიშის ღვინოებია დაცული.

ცალკეულ სოფლებში იმართება სახალხო დღესასწაულები კერძოდ, სოფელ ცხრაწყაროში, მსოფლიოში ცნობილი მელოდიის ავტორის ვარინკა წერეთლის უკვდავსაყოფად ყოველ წელს იმართება ქართული ხალხური სიმღერების ფესტივალი „სულიკო“.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის, უშანგი ჩხეიძის სახლ–მუზეუმი. ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალებია დაცული

 

                                                            

წყარო gtravelingeorgia.ge