ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26
-
+

იდეა მერს

ზესტაფონის გერბი კონკურსის ლოგო

ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი


„მომავლის იდეა ქალაქის მერს"

თუ ხარ კრეატიული, გსურს საკუთარი იდეების რეალიზება და ქალაქის განვითარებაში წვლილის შეტანა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

საკონკურსო პროექტის თემები:

1. ტურიზმის განვითარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინოვაციური პროექტებისა და სტრატეგიების გამოვლენა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას.
2. სთრით არტი (ქუჩის ხელოვნება) ზესტაფონში თანამედროვე ხელოვანების ჩართულობით მუნიციპალიტეტის ურბანული სივრცეების ათვისება, კედლის მხატვრობისა (მურალების) და ვიზუალური ინსტალაციების შექმნა.
განაცხადების მიღება28 ოქტომბერი – 10 ნოემბერი, 2026
პროექტის განხორციელება31 დეკემბრის ჩათვლით
ერთი პროექტის მაქსიმალური დაფინანსება20 000 ლარი
განხორციელების ადგილიზესტაფონის მუნიციპალიტეტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლიდან მოქალაქეს, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, ორგანიზაციებს რეგისტრირებულს ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული მიმართულების შინაარსის პროექტების მხარდამჭერ ორგანიზაციებს.

კონკურსის მიზანი:

  • იდეების რეალიზება: ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობა და სიახლეების დანერგვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. საგანმანათლებლო/შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერა.
  • ჩართულობა და კომუნიკაცია: საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და მერიასთან ეფექტური დიალოგი.
  • ეკონომიკური გაძლიერება: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღების თარიღია: 2026 წლის 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: info.zestafoni@zestafoni.gov.ge

იხილეთ კონკურსის დებულება, სააპლიკაციო ფორმა და პირობები

⬇ კონკურსის დებულება ⬇ სააპლიკაციო ფორმა ⬇ კონკურსის პირობები