ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ორი მოადგილე ეყოლება
მუნიციპალიტეტის მერიის თანმშრომლებს, ვასილ გველესიანმა ახალი მოადგილეები წარუდგინა.
მერის გადაწყვეტილებით, ვიცე მერის ადგილს გიორგი ჯუღელი დაიკავებს. მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა ასევე, მალხაზ შერგელაშვილი.
როგორც ზესტაფონის მერი აღნიშნავს, მოადგილეების პოზიციაზე ისეთი კადრი შეარჩია, რომლებსაც აქვთ, ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება წლების განმავლობაში და ამიერიდან უფრო მჭიდრო კავშირი ექნებათ, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან, ქალაქის სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გიორგი ჯუღელი პროფესიით ეკონომისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომარაგება- გასაღების განყოფილების უფროსად.
2015 – 2016 წლებში გახლდათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.
მალხაზ შერგელაშვილი პროფესიით ეკონომისტია. აქვს საგადასახადო ინსპექციასა და რკინიგზის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება.
2013 – 2015 წლებში მალხაზ შერგელაშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალაქის ტერიტორიული ორგანოს უფროს სპეციალისტად მუშაობდა.