ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს 200 - ზე მეტი სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაგეგმილია: საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, სპორტული მოედნებისა და სკვერების რეაბილიტაცია, გარე განათებების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც სოფლის ასევე ქალაქის გზებზე.
რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
სოფელ ცხრაწყაროს ( საბავშვო ბაღამდე მისასვლელი) გზის რეაბილიტაცია;
მეორე სვირის (ჯუღელების უბანი) გზის რეაბილიტაცია;
სვეტიმაღალის გზის რეაბილიტაცია;
სოფელ საზანოს (სამცვერას ჩასასვლელ გზა) გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ბოსლევის (თავბერიძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია;
პროექტების განსახორციელებლად ზესტაფონის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.