ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა - რეაბილიტაცია დაიწყება.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
პროექტის შესაბამისად გასახდელები წარმოადგენს კარკასულ ერთსართულიან ნახევარიწრის ფორმის შენობას, სადაც განთავსებულია ორი გასახდელი საკვანძეებით. გასახდელ ოთახებში დაგეგმილია ვერანდების მოწყობა. შენობის დახურვა იგეგმება მონოლითური რკინაბეტონით. ოთახებში მოეწყობა ლამინირებული იატაკი, საკვანძეებში მეტლახი, ხოლო ვერანდასა და დერეფანში კერამოგრანიტი. სცენა გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით. სცენიდან სამხრეთ მხარეს დაგეგმილია ბეტონის სამაყურებლო ტრიბუნები, რომელიც ასევე გადახურულია ლითონის კონსტრუქციით. თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. თეატრონის აღმოსავლეთ მხარეს გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სათამაშო ატრაქციონების მოწყობა კაუჩუკის საფარზე. ბეტონის გასწვრივ მოეწყობა ლითონის ღობე, რომელზეც დატანილი იქნება „სულიკოს“ მელოდიის ნოტები, ხოლო სამი მხარეზე მოეწყობა ლითონის ჩარჩოში ჩასმული ბადის ღობე.
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.