ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „კონსტრუქტ 2“ - ში სამშენებლო კოლეჯის საქმიანობისა და პროფესიული განათლების შესახებ გამართულ პრეზ ენტაციას ესწრებოდა
ხელისუფლებისა და სამშენებლო კოლეჯის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს „კონსტრუქტ 2 „ - ის მნიშვნელობა რეგიონულ დონეზე, ასევე შეაფასეს პროფესიული განათლების პერსპექტივები და დასაქმების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს, პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობის პროცესი და „კონსტრუქტ 2 „ თან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შეხვედრის ბოლის საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლეჯის ინფრასტრუქტურა და ადგილზე გაეცნოთ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციფიკა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მუნიციპალიტეტში სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ „ - ის არსებობა, რომელიც არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით პროფესიული კადრის მომზადებას უწყობს ხელს. სასწავლებლის ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, რათა ერთობლივად შევძლოთ მეტ ახალგაზრდას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია „კონსტრუქტ 2 „ - ზე და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობით მეტი პროფესიული კადრის გადამზადებას შევუწყოთ ხელი“, - ვასილ გველესიანი.