ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ლევან ჭანკოტაძე საქართველოში გადმოსვენების შემდეგ, მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს


   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ წევაში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, უმცროსი ლეიტენანტის, ლევან ჭანკოტაძის ცხედარი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
    ლევან ჭანკოტაძე მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს გაიწვიეს. 1945 წლის აპრილიდან ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა და მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
    ლევან ჭანკოტაძის კვალს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც რუსეთში, ფსკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი იპოვეს ორ ნეშთთან ერთად. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ - ერთი ზესტაფონელი, ლევან ჭანკოტაძე გახლდათ.
   მისი ცხედრის გადმოსვენება საქართველოში ა (ა) იპ " ფონდი დაბრუნება" უზრუნველყო. ლევან ჭანკოტაძის ცხედარი საქართველოში 18 მაისს გადმოასვენეს. 28 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდი წევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმართებოდა, სადაც მისი ნეშთი იყო დასვენებული.
   დაკრძალვის ცერემონიას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, სასკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები_სამსონ ბრეგვაძე, მურთაზ გაბიტაშვილი და რეზო ვაშაკიძე ესწრებოდნენ