ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერი „ტაურო - რაგას 2022“ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას
მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ,ლიეტუვას ქალაქ ტაურაგეს 515 წლის აღსანიშნავად გამართულ საიუბილეო ფესტივალზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ტაურაგეს მერ, დოვიდას კამინსკას და ზესტაფონის მერ, ვასილ გველესიანს შორის ოფიციალური შეხვედრა შედგა. პირველმა პირებმა საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ქალქ ტაურაგეში გამართული ფესტივალი 3 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ფესტივალის ფორმატით, ქართული დელეგაცია კულტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, ზესტაფონის მკვიდრის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ალექსანდრე ბიბილაშვილის საფლავზეც მივიდა, რომელიც ქალაქ ტაურაგეშია დაკრძალული.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და ლიეტუვას ქალაქ ტაურაგეს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა. მემორანდუმი კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.