ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში სოფელ განთიადის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ განთიადში ხუთ უბანთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პირველად ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა მოადგილესთან, გიორგი ჯუღელთან ერთად დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი მოეწყო. სატენდერო ვალდებულებით, სასოფლო გზის აღდგენით სამუშაოებს შპს „ალპედე“ აწარმოებს.
„ზესტაფონში კიდევ ერთ სოფელს ექნება გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული გზით 300 - მდე ოჯახი ისარგებლებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეძლებს, როგორ შიდა საუბნო გზებზე გადაადგილებას, ასევე ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას“,- ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის სამუშაოები 2022 წლის 15 ივლისამდე უნდა დასრულდეს.