ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი პროექტ „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ - 19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
ზესტაფონის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრები გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ მიერ განხორციელებულ პროექტში „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ - 19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ ღებულობდნენ მონაწილეობას.
პროეტის მიზანი გახლდათ მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ჩამოაყალიბეს ჰიგიენის მოხალისეთა კლუბი, სადაც 60 - ზე მეტი მოზარდი იყო გაერთიანებული.
პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის 63 მუნიციპალიტეტდან წარმოდგენილ თანასწორ - განმანათლებელ მოხალისეთა შორის დაჯილდოვდნენ ზესტაფონის წარმომადგენლებიც. პროექტში ჩართულობისა და ხელშეწყობისთვის ჯილდო ზესტაფონის მერიამაც მიიღო.
პროექტის მონაწილეებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი შეხვდა. მიღწეული შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალში.