ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ზესტაფონის მერიამ სპორტული ღონისძიებებით აღნიშნა

 საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებები გაიმართა. მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე გარბენი და ველორბოლა მოეწყო.
მარათონის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ. ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სასპორტო სკოლების მწვრთნელებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით სიგელები და მედლები გადასცეს.
 სპორტული ღონისძიებები სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში გაგრძელდა. ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობასა და ფარიკაობაში. ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები მაგიდის ჩოგბურთსა და მინი ფეხბურთში.
 საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან აღინიშნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1994 წლიდან იმართება.