ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში 8 აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს და საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დაბა შორაპანში, აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. პატივი მიაგეს ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ზაზა ფერაძის მემორიალი. სასულიერო პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღონისძიებას ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
„ზაზა ფერაძე ჩვენი შვილების მომავალს, საქართველოს უკეთეს მომავალს შეეწირა. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას, რომელთა სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას“, - ვასილ გველესიანი
უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს, დაბა შორაპანში დაიბადა. 2002 წლის ივლისში ჩაირიცხა კომანდოს ბატალიონში. 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში იყო ჩართული. 2004 – 2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.
2008 წლის ივლისში, მე- 4 ბრიგადის, 42 - ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად დაინიშნა და ამავე ქვედანაყოფთან ერთად, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა. სნაიპერის ტყვიამ,ქართველი სამხედრო მოსამსახურე მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლის გადასარჩენად მიბრუნდა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით, 2015 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, მისი სახელი მიენიჭა.