ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონმა უკვე მეექვსედ ჯემალ მახათაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა ჭადრაკში
ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ჯემალ მახათაძის მემორიალი 2022“ გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონები იღებდნენ.
„ჯემალ მახათაძის მემორიალი 2022“ - ის გამარჯვებული ღია პირველობაზე 13 წლის დიდოსტატი ჭადრაკში გიორგი გიორგაძე გახდა. ის ტურნირზე თბილისის სახელით ასპარეზობდა.
მეორე ადგილი 15 წლის საბა ალავიძემ დაიკავა ლანჩხუთიდან, ხოლო მესამე ადგილი ზესტაფონელმა საბა ალალიძემ აიღო.
ღია პირველობის გარდა, ჩემპიონატი მიმდინარეობდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
ტურნირს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი გიორგაძე, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, ნანა იოსელიანი, მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ჭადრაკში მერი არაბიძე ესწრებოდნენ.
ტურნირის გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადასცეს. სიგელები , თასი და მედლები დაურიგდათ ტურნირის მონაწილეებსაც.