ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონი „სულიკოს“ ფესტივალს განახლებულ გარემოში უმასპინძლებს
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში,
განხორციელდა.
ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80 - იანი წლებიდან იღებს სათავეს. განახლებული თეატრონი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფესტივალის მასშტაბები გაიზარდოს და ის რესპუბლიკური მნიშვნელობის გახდეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა. თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. ბეტონის გასწვრივ მოეწყობა ლითონის ღობე, რომელზეც დატანილი იქნება „სულიკოს“ მელოდიის სიმბოლოები.