ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
მიმდინარე კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საბჭოს წევრებსა და მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირსშორის. შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა და მოსაზრებების გაზიარება თემაზე - ძალადობის გაზრდილი სტატისტიკის მიზეზები და მოსალოდნელი საფრთხეები.
ახალგაზრდების აზრით, ყველაზე ეფექტური მეთოდი ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად არის განათლება, ცნობიერების ამაღლება და ყოველდღიურ ცხოვრებაში აღნიშნული პრინციპების გატარება. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ თანასწორი გარემოს აღდგენის „გასაღები“ ბავშვობაშია, რაც მათი განმარტებით გულისხმობს შემდეგს, რომ მშობლებმა შვილების აღზრდისას უნდა იხელმძღვანელონ თანაბარი უფლების პრინციპებით და არ უნდა განასხვაონ შვილები სქესის მიხედვით. ეს მიდგომა მოგვცემს თაობას, რომლებსაც ზრდასრულ ასაკში უკვე შინაგანად ექნებათ თანაბარუფლებიანობის განცდა.
მერიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს გააცნო სახელმწიფოს ეროვნული გენდერული პოლიტიკის მიდგომები და სტრატეგიები, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.
აღნიშნულ ღონისძიებას მსოფლიო 1991 წლიდან აღნიშნავს. კამპანიას 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.